რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ განცხადებების კომენტირებისას რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ არის დაგეგმილი მომავალ კვირაში, ან ერთი კვირის შემდეგ, ან მომავალ თვეში”, – თქვა ელჩმა და დასძინა: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.
მისივე სიტყვებით, “როდესაც ასეთ ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს აცხადებენ რუსეთის წინააღმდეგ – ისინი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს”.
დასავლეთის ქვეყნების თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, რაც შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.
ბაიდენი: თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს, მზად ვართ, ვუპასუხოთ