აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი მაღალჩინოსნებისა და რუსული მედიის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივად გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ, გაფრთხილებას იძლევა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს.
პუტინი: რუსეთს არ უნდა ომი და მზადაა მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად
„ეს შესაძლოა, მოიცავდეს ბრალდებებს დონბასში უკრაინელი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდებებს აშშ-სა და ნატოს ქმედებებთან დაკავშირებით.
ჩვენ შეშფოთებული ვართ, ვლადიმერ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ვციტირებ: „დონბასში გენოციდის“, მოხსენიებით. ამ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
რუსეთის დუმა სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხს განიხილავს
თუმცა, პრაისის თქმით, ამას არ შეუჩერებია რუსეთი, გაეგრძელებინათ ცრუ ბრალდებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით, გაეკეთებინათ განცხადებები, რომ აშშ და უკრაინა მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე, რომელსაც მოგვიანებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიყენებენ.
რუსეთში ომის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის წესი ამოქმედდება - მოეწყობა 1 000 კაციანი ჯგუფური სამარხები
საგულისხმო გარემოებაა, რომ ბრძანების ამოქმედება, უკრაინაში მოსალოდნელ საომარ მოქმედებებსა და ქვეყნის საზღვრებთან კრიზისს ემთხვევა.
„ეს არის ყალბი ნარატივი, რომელსაც რუსეთი ავითარებს, რათა შემდეგ გამოიყენოს როგორც სამხედრო შეჭრის საბაბი უკრაინაში. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაადანაშაულა ნატო და შეერთებული შტატები, რომ იგეგმება პროვოკაციები არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტების შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა.
ეს რუსეთის მიერ კარგად გაწერილი სცენარია, ისევე როგორც, მისი წინა შეჭრები უკრაინასა და საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიები“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ზახაროვა: 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე