LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვა: 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე

133
1

“ომის დასავლური პროპაგანდის მარცხის დღე” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ 15 თებერვალი ისტორიაში სწორედ ამ სახელწოდებით ჩაეწერება.

ამის შესახებ მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს:

“2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე. ერთი გასროლის გარეშე დარცხვენილი და განადგურებული”, – აღნიშნავს ზახაროვა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო დანაყოფებმა წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს. 

ზახაროვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენებს და ამ მოვლენების დასავლურ შეფასებას მანამდეც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 15 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმოდა, დეზინფორმაცია იყო:

“ყველას გვახსოვს, რომ ამერიკულმა სააგენტო ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 თებერვალს რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას.

არ სურს მასობრივი დეზინფორმაციის ამ საშუალებას პროგნოზის გარკვევა? ორიოდე საათი რჩება მონანიებამდე, სანამ ბლუმბერგი გოგრად გადაიქცევა”, – წერდა მანამდე ზახაროვა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსი ჯარისკაცების ნაწილი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდება, რაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეესკალაციაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საკუთარი თვალით დაინახავენ რუსული ჯარების გაყვანის მტკიცებულებებს.

პარალელურად, დღესვე რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის ვლადიმირ პუტინს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g