LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია 2022 წლის საუკეთესო ავტომობილი?

137
fordmustang221

ამერიკული გამოცემის Consumer Reports-ის ექსპერტებმა 2022 წლის საუკეთესო ავტომობილების სია შეადგინეს. რეიტინგზე მუშაობისას სპეციალისტებმა მომხმარებელთა შეფასებები, ასევე ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა – სანდოობა, უსაფრთხოება, კომფორტული მართვა და რაღა თქმა უნდა ეკოლოგიურობა.

საბოლოო რეიტინგი მოდელთა ღირებულების მიხედვით დაყვეს. მაგალითად 25 ათას დოლარამდე ფასის ავტომობილებში სედანი Nissan Sentra გახდა გამარჯვებული.

25-30 ათასის ღირებულების ტრანსპორტის კატეგორიაში სპეციალისტებმა რამდენიმე მოდელი გამოარჩიეს – Subaru Forester, Honda Accord და Toyota Prius.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ სეგმენტს, ანუ 45-50 ათას დოლარზე მეტი ფასის მოდელებს, მათ შორის ლიდერია ელექტროქარი For Mustang Mach-E.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე რეიტინგული მოდელი მათ შორის BMW X5 და Hyundai Tuscon წელს რეიტინგში ვერ მოხვდნენ, რადგან ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით სპეციალისტთა მოწონება ვერ დაიმსახურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები