LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთს მზად აქვს იმ უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, „მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“ – Washington Post

80
უკრაინა

„დაზვერვის ანგარიშებით, რუსეთს მზად აქვს იმ უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“– ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალური პირებზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა Washington Postი წერს.

„შეერთებულმა შტატებმა გაეროს აცნობა, რომ მას აქვს სანდო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მოსკოვი ადგენს უკრაინელების სიებს, რომლებიც „მოკლან ან გაგზავნიან ბანაკებში სამხედრო ოკუპაციის შემდეგ“, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უფროსისთვის, მიშელ ბაჩელეტისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც The Washington Post-მა მიიღო.

გამოცემის თანახმად, ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო წერილის პრეტენზიები. „ეს არის აბსოლუტური თავხედობა, ტყუილი? აბსოლუტური ფიქციაა. ასეთი სია არ არსებობს. ეს ყალბია“, – თქვა პესკოვმა.

როგორც გამოცემა წერს, გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის ელჩის, ბათშება კროკერის მიერ დაწერილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ სამიზნეები იქნებიან უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტიკორუფციული აქტივისტები და „მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.

კროკერის გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ადამიანის უფლებათა კუთხით კატასტროფას შექმნის.

„ეს ქმედებები, რომლებიც რუსეთის წარსულში ოპერაციებში მოიცავდა მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს/იძულებით გაუჩინარებას, უსამართლო დაკავებებს და წამების გამოყენებას, სავარაუდოდ მიმართული იქნება მათ, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს.

კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები ქმნიან იდენტიფიცირებული უკრაინელების სიებს, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან.“ – ნათქვამია გაეროს უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტისადმი მიწერილ წერილში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისს, OHCHR, შვეიცარიაში კვირას ღამით გადაეგზავნა.

ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან

ამერიკული გამოცემა წერს, რომ რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა. კრემლმა უარყო, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს და შეერთებული შტატები და დასავლეთის მთავრობები რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით, დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დარწმუნებული ვარ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო… მიზანში კიევს ამოიღებენ: ჯო ბაიდენი

„რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან, დაახლოებით 150,000 ჯარისკაცი  და მოითხოვა, რომ შეერთებული შტატებმა უზრუნველყოს გარანტიები, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი – თხოვნაზეც ვაშინგტონმა უარი თქვა”, – წერს The Washington Post.

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები