LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო… მიზანში კიევს ამოიღებენ: ჯო ბაიდენი

97
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბაიდენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი შეეცდება, მიზანმიმართულად დაარტყას კიევს და რუსული დეზინფორმაცია პუტინის მხრიდან ამ ნაბიჯის გადასადგმელად ცრუ გამართლების საფუძველს ქმნის, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც, რუსული სახელმწიფო მედიის მხრიდან დონბასის რეგიონში „გენოციდის თაობაზე“ გაკეთებული ყალბი განცხადებაა.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიის სივრცე კვლავ რჩება.

„ამ მომენტიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში კიევს ამოიღებენ“, – თქვა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფაქტები მოწმობს რუსული ჯარების მხრიდან უკრაინის ალყაში მოქცევას ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სამხრეთით, შავ ზღვამდე. მისი თქმით, საუბარია 150 ათასზე მეტ რუს სამხედროზე.

„გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები გეგმავენ უკრაინაზე თავდასხმის მცდელობას უახლოეს კვირაში, უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g