LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 42 აბაზანა, 21 საძინებელი, 40 ადგილიანი კინოთეატრი და სპეციალური „ტკბილეულის ოთახიც“ კი – სახლი, რომელიც 295 მილიონი დოლარი ღირს იყიდება

182
lahause221

ამერიკაში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი, იგივე სასახლე იყიდება. ღირებულება 217 მილიონი ფუნტია და ის 21 საძინებელს, 42 აბაზანას, 5 საცურაო აუზს, ღამის კლუბს, გამაჯანსაღებელ ცენტრს, ბოულინგის ხეივანს, 40 ადგილიან კინოთეატრს და სპეციალურ „ტკბილეულის“ ოთახსაც კი მოიცავს.

თეთრი მარმარილოთი და მბზინავი შუშის კომბინაციით შექმნილი სასახლე ლოს-ანჯელესში მდებარეობს. უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად ამ თვის ბოლოს გამოვა და როგორც უკვე გითხარით, მისი საწყისი ფასი 217 მილიონი ფუნტი, ანუ 295 მილიონი დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ სასახლის მშენებლობა ათწლეულები გრძელდებოდა, მისი თავდაპირველი ღირებულება 500 მილიონი დოლარიც კი იყო და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლების რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებდა… ამჟამად, ლოს-ანჯელესის სასახლე ამავე სიაში მეშვიდე ადგილზეა, პირველ ადგილს კი ბუკინგემის სასახლე იკავებს.

„მაგრამ დედამიწაზე ვის შეუძლია შეიძინოს ასეთი სასახლე? მსოფლიოში დაახლოებით 3,890 მილიარდერია, ამიტომ ეს ქონება ძალიან შეზღუდული აუდიტორიისთვისაა”, – აცხადებენ უძრავი ქონების რეალიზატორები და ექსპერტები. ამერიკელები აღნიშნულ სასახლეს კერძო კურორტსაც კი უწოდებენ.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესმა ახალი მეგა-სასახლეების მშენებლობა შეზღუდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში არაფერი მსგავსი აღარ აშენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g