LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი Spice Girls შესაძლოა ისევ გაერთიანდეს –  გოგონები დედოფლის იუბილეზე კონცერტის გასამართად მიიწვიეს

262
spicegirls-queen

ცნობილი ხდება, რომ ჯგუფი Spice Girls სპეციალურ შეთავაზებას იღებს, რათა ბუკინგემის სასახლეში მოწყობილ კონცერტზე დედოფლის პატივსაცემად იმღეროს. გამოცემა The Sun წერს, რომ ამჯერად გადაწყვეტილება გოგონებზეა. 49 წლის ჯერი ჰოლიველმა, 48 წლის მელანი ჩიხოლმა, 47 წლის ვიქტორია ბექჰემმა, 46 წლის მელანი ბრაუნმა და 46 წლის ემა ბანტონმა მოწვევა ინდივიდუალურად მიიღეს.

თუ შეთანხმება შედგა, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა გოგონებს სრული შემადგენლობით სცენაზე ვიხილავთ.

ცნობილია, რომ კონცერტი ზაფხულში, ბუკინგემის სასახლეში გაიმართება და მას „ბიბისი“ პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

Spice Girls ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილისთვის გაერთიანდება

Spice Girls აქამდე უცნობ კომპოზიციას, Feed Your Love ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g