ბესო ზანგური ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ყოფილ მეუღლესთან, ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებულ სკანდალს იხსენებს და აღნიშნავს:
„მე რომ მოძალადე ვიყო, ათი წელია, ქორწინებაში ვიქნებოდი და სამ შვილს გამიჩენდა გვანცა წულეისკირი, რომელთანაც უბედნიერესი ვარ?! ამდენი გასაჭირის მიუხედავად, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ მთავარია, მართალი იყო. დღეს თუ ტალახს გესვრიან, ხვალ მას ვარდით ჩაანაცვლებენ. ძალიან ბევრჯერ დავცემულვარ ცხოვრებაში, მაგრამ დაცემულზე ვინც წიხლი დამაყოლა, წამოდგომის შემდეგ, ტაში დაუკრავთ ჩემთვის. სამწუხარო ის არის, რომ ჩემი მცირეწლოვანი შვილები მოჰყვნენ შუაში. ისინი დღემდე საშინელი ბულინგის ქვეშ არიან და ეს ხდება ყოველდღიურად. ღმერთმა უწყის, ვინ რა ენით მლანძღავს“.