LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

9587
page

ნინუცა მაყაშვილი ,,ფარულ კონვერტში” ყოფილი მეორე ნახევრის, ბესო ზანგურის მხრიდან სასტიკ ძალადობაზე საუბრობს.

ნინუცა მაყაშვილი:

,,ახლა დიდი დრო გავიდა და მემარტივება ამაზე საუბარი, რადგან გადავლახე… ბევრჯერ მომხდარა ასეთი ამბავი. მაგალითად, ის, რომ დროზე არ გავრეცხავდი დანა-ჩანგალს, ან შუქნიშანზე მოწყენილი მოვეჩვნებოდი, ან სხვა ბიჭს დაინახავდა. მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც სუსტია. მეშინოდა და ვპატიობდი. იყო მუქარები, რომ ჩემი ოჯახის წევრებს დაემუქრებოდა. ვერავის ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-მეთქი. ბოლოს ვთქვი. გასტროლებზე იყო წასული, მე ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, იქ დავრჩები-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი და დაიწყო ღამის ოთხ საათზე, დილამდე არ გაჩერდა…”, –  აღნიშნა ნინუცამ.

 

ნინუცა ინტერვიუში ამბობს, რომ არასდროს ფიქრობდა რომ თავად გახდებოდა ძალადობის მსხვერპლი – “არ მახსოვს, პირველად რა მიზეზი იყო… ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად”, – იხსენებს ნინუცა. ,,ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშებისა და საჩუქრების”, – დასძენს მსახიობი.

ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის ცოლი იყო. დაშორების შემდეგ მას არასდროს უსაუბრია ამ თემაზე…

ბესო ზანგური წლებია, რუსთაველის თეატრის მსახიობია. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს ცნობილ რეჟისორ რობერტ სტურუასთან. ის მის ერთ-ერთ ფავორიტ მსახიობად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები