LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: კატასტროფაა, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა და ახლაც უტიფრად შეეცდება იმ ხაზის გატარებას, რომ პუტინის რუსეთის აგრესია საქართველოს ბრალია

65
გიგა ბოკერია

„პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან და ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგის შეცვლა, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ნაწილობრივ შეეცდება იმ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს, ან ნებისმიერი მისი „ხელისუფლების ბრალია ის, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას“.

"14 წლის შემდეგ განმეორებული სცენარი" - როგორ აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკური სპექტრი

"რეზოლუცია, საზოგადოების მკაცრი პასუხი, დასავლეთის გააქტიურება და ნატოში დაჩქარებული წესით მიღება" - ოპოზიციას კონკრეტული მოთხოვნები აქვს.

„პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან. ეს არის ნაწილი მისი მცდელობისა, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგი შეცვალოს, აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოებრიობას დაუპირისპირდეს, სადაც საჭიროა სამხედრო აგრესიით და სადაც საჭიროა ჰიბრიდული მეთოდებით.

ჩვენთვის კატასტროფაა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც ცდილობდა და ალბათ, ახლაც სხვადასხვა ფორმით მაინც უტიფრად შეეცდება ამ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს, ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია ნაწილობრივ მაინც ის, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას, რომ იყო მსხვერპლი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები “, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს „პრორუსული ეკოსისტემის, დისკრედიტაცია ყველა ნორმალური ადამიანის თვალში, რომლის ნაწილიცაა „ქართული ოცნება“.

„ზოგადად, ომის შიში ძალიან ბუნებრივი შიშია ნორმალური ადამიანისთვის, სწორედ ამაზე ახდენდა ეს პროპაგანდა კაპიტალიზაციას, დანარჩენი ტყუილები და ყველაფერი ამის შეკმაზვაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა ადამიანს, რომ უტიფრად, უსინდისოდ ატყუებს ის, ვინც ეუბნება, რომ პრაგმატულად უნდა ჩავწვეთ, რომ გადავრჩეთ.

რეალურად პირიქითაა. ეს ხელისუფლება, ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვიმცირებს და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე არ გვისპობს შანსებს, რომ როცა რუსეთი დასუსტდება, რაც აუცილებლად მოხდება, ჩვენ ვერ ვიყოთ ფორმაში რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან.

ან კიდევ უარესი, სანამ ის დასუსტდება მანამდე ისეთი დარტყმები მოგვაყენოს, რომლიდანაც ფეხზე წამოდგომა იქნება ძალიან რთული, რაც ერთხელ უკვე მოგვივიდა 90-იან წლებში“, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g