LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება არ აღუდგება

89

რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება არ აღუდგება. რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია. ევროსაბჭომ მოსკოვს უარი უთხრა სანქციების გაუქმებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა.

„ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში რამე ცვლილება, ამაზე კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები