LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა

101
ჯოზეფ

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ”, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ის რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დადგება.

“ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას და ემუქრება ყველას, ვინც მას დახმარებას აღმოუჩენს.

ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ ადამიანური თანაცხოვრების პრინციპების დარღვევა. ეს შეიწირავს ბევრ სიცოცხლეს და მძიმე შედეგებს მოიტანს. ევროკავშირი მაქსიმალურად ძლიერად უპასუხებს ამ ქმედებას.

პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოიწვია საბჭო, რათა მიღებული იქნას ყველაზე მკაცრი და მძიმე სანქციები, რომელიც აქამდე მიღებულა. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა მსოფლიო ლიდერთან და მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ხელმძღვანელობა დადგება უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე. ეს არ არის ბლოკებისა და დიპლომატიური თამაშების საკითხი, ეს სიცოცხლის საკითხია”, – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ამავე თემაზე:

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

მეც მათ შორის ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეგვეძლო – პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან იმის მიუხედავად, რომ ზელენსკის ბოლომდე ცეცხლი არ გაუხსნია : კაჭკაჭიშვილი

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g