პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს საჭიროებას არ წარმოადგენს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
“ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის.
მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. ბუნებრივია, გუშინდელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა პირდაპირ რეჟიმში განხილვაი იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა.
ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი – უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს”, – თქვა პრემიერმა.
ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გაეცნობით აქ: