LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონში ახალი ფსიქიატრიული იხსნება

1611

ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთი ახალი კორპუსი დაემატება. როგორც ცნობილია, ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური კორპუსი დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება.

ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომლის მშენებლობისთვის ორი მილიონი ლარი იხარჯება, აღნიშნავენ ხონის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

“ახალი კორპუსი 2 400 კვ.მ იქნება, რომელიც ასამდე პაციენტზე არის გათვლილი,” – განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ იმერეთში, ხონში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 550 პაციენტია სტაციონარში განთავსებული. ცენტრს სულ 650-700-მდე პაციენტის მომსახურების საშუალება აქვს.

კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ახალ კორპუსში ნებაყოფლობით მკურნალონაზე მყოფი პაციენტები განთავსდებიან. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ცენტრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია დაწყებულია და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

magti 5g