LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუერთდება თუ არა საქართველო ამ სანქციებს, გადამწყვეტი არ არის რუსეთის დანაკარგების კუთხით, მაგრამ ერთგვარი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ – დავით კეშელავა

118
QMXQHAESSQI6ZOZROT6ANQFDUU

იქნება თუ არა ის სანქციები, რაც უკვე დაუწესდა რუსეთს, მისი შეჩერების ბერკეტი? – ამ კითხვას რადიო „ფორტუნას“ ეთერში, დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა უპასუხა.

„მართალი გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რა შეაჩერებს რუსეთს ძალიან რთული სათქმელია. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთი შეჩერდეს. ალბათ, აქ სხვა გამოსავალის პოვნა არის საჭირო“, – აღნიშნა კეშელავამ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება საქართველოს პოზიციას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, სანქციებზე შეერთება არის ერთგვარი სიმბოლური ნაბიჯი საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის. რეალურად, შეუერთდება თუ არა საქართველო ამ სანქციებს, იდეაში გადამწყვეტი არ არის, რუსეთის დანაკარგების კუთხით იმდენად მცირე არის ჩვენი წილი, მაგრამ, უბრალოდ ეს სიმბოლური ნაბიჯია, სოლიდარობაა ერთგვარი ასეთ რთულ პერიოდში უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, შეგვეძლო, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ კუთხითაც“, – განმარტავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. „საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“, – თქვა დღეს პრემიერმა.

თუ სანქციები მალე ამოქმედდება, ეს რა თქმა უნდა, მალევე იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე და თავისი სხვადასხვა არხებით გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკას – მკვლევარი

magti 5g