12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ლიკანის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე „რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი ითვალისწინებს: ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე არსებული 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რომანოვების სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას.
„რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, არქიტექტორების, ისტორიკოსებისა და დარგის სპეციალისტების მიერ, მეცნიერულ კვლევებზე, არქივებში დაცულ მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა.
პროექტის მიზანია: ლიკანის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ტურისტული ლოკაციის შექმნა.
პროექტირების ამოცანები: რომანოვების სასახლის რესტავრაცია/მუზეოგრაფია; ორანჟერეის აღდგენა/რეაბილიტაცია; ისტორიული პარკის კეთილმოწყობა/დენდროლოგიის გეგმის შემუშავება; სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკის დაპროექტება; საფეხმავლო ხიდისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.