LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქი” არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს” – რუსეთში “ფეისბუქზე” წვდომა იზღუდება

984
5f7c756646c24

რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წვდომა შეზღუდა.

გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.

რუსული მედიასაშუალება РИА Новости წერს, რომ Роскомнадзор-ის თანახმად, „25 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სოციალური ქსელი ფეისბუკი მიიჩნია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევად“.

მანამდე „ფეისბუქმა“ რუსულ მედიასაშუალებებს „ზვეზდას“, „რია ნოვოსტის“, „ლენტა. რუს“ და „გაზეტა რუს“ წვდომა შეუზღუდა.

magti 5g