LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მცირდება მარკ ცუკერბერგის ქონება

81
მარკ ცუკერბერგი

META-ს დამფუძნებლის ქონება წელს უკვე $71 მილიარდით შემცირდა. Bloomberg Billionaires Index-ის უმდიდრეს ადამიანებს შორის, ცუკერბერგმა ყველაზე დიდი ზარალი ნახა. დანაკარგის შემდეგ ბიზნესმაგნატმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 14 პოზიციით გადაინაცვლა. 2022 წელი ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე თითქმის ყველა ამერიკული მეწარმისთვის მძიმეა, თუმცა ცუკერბერგისთვის განსაკუთრებით.

2 წელიწადზე ნაკლების წინ 38 წლის ცუკერბერგის ქონება $106 მილიარდს შეადგენდა და მილიარდერების სიაში მას მხოლოდ ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი უსწრებდნენ. მილიარდერის ფინანსური დანაკარგები მას შემდეგ დაიწყო, რაც META წარადგინა და კომპანიას სახელი შეუცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები