LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციაში მივდივარ, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით – ვოლოდიმირ ზელენსკი

764
BeFunky-collage (18)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მორიგი მიმართვა გაავრცელა.

ზელენსკი უარყოფს იმის შესახებ ინფორმაციას, თითქოს უკრაინული ჯარი იარაღის დაყრას აპირებს.

„დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციაში მივდივარ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. დიდება უკრაინას“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g