LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა

3755
fivf6huwyaente7

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ამასთან, ყაზახეთი აცხადებს, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას, არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.

“მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ასევე, მივესალმებით ყაზახეთის მიერ პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარის თქმას”. – წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g