LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუბლი 40%-ით დაეცა – ახალი სანქციები და რუსული ფულის გაუფასურება

136
რუბლი

მას შემდეგ რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა.

რუსულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ დაამყარა, რაც ზოგიერთ ბანკს Swift-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.

ევროკავშირის, ამერისკის შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე რუსული ბანკი Swift-ის სისტემას გამოეთიშოს, არის ყველაზე მკაცრი ზომა, რომელიც დღემდე მოსკოვს დაუწესეს უკრაინის კონფლიქტის გამო.

ევროკავშირის სანქციები ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ავიაციაზე ძალაში შევიდა. ევროკავშირის ვებგვერდზე ფრენებისა და ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

ნეიტრალური შვეიცარია შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შვეიცარიის მთავრობა რუსული აქტივების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს.

დღეს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკრაინაში ვითარებასა და რუსეთის წინააღმდეგ ზომების შესახებ ჯო ბაიდენი მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

ავსტრალიის სანქციები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ამოქმედებულია. დღესვე სატელეფონო საუბარს გეგმავს პრეზიდენტ ზელენსკისთან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი.

რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო ბელარუსის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს იაპონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g