კიევში, კრემლის ბრძანებით, 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს, რათა მოკლან პრეზიდენტი ზელენსკი და მათ ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და რუსული ძალების კონტროლის ქვეშ ქალაქების გადაცემისთვის ნიადაგის მომზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ვაგნერის ჯგუფს, დაქირავებულ მებრძოლებს, მართავს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე.
როგორც Times წერს, ისინი სპეციალური მისიისთვის აფრიკიდან გამოიხმეს და მათ დიდ ფულად პრემიას დაჰპირდნენ.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რომ ვაგნერის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შეიტყო. ამის შემდეგ კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა დედაქალაქი დივერსანტებისგან გაეწმინდათ.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში