LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისთვის საქართველოს ცის დაკეტვის თემა არ არის მარტივი საკითხი: სალომე სამადაშვილი

118
სალომე სამადაშვილი

რუსეთისთვის საქართველოს ცის დაკეტვის თემა არ არის მარტივი საკითხი – შედეგები არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. სანქცია შეიძლება იყოს სიმბოლური თავის შედეგით და ამავე დროს დამატებით პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის განაცხადი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, მიუღებელია, თუმცა, საქართველო ვერ გააკეთებს მარტივად განაცხადს, რომ ყველაფერს უნდა მიუერთდეს, რასაც ევროკავშირი აწესებს. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს რაც შეუძლია გააკეთოს, ეს არის სანქციების დაწესება პუტინის და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის და განავრცოს ოკუპაციის შესახებ კანონის დებულებები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც, ასევე, დააწესოს სანქციები პუტინის და მისი გარემოცვის ბიზნესმენებზე.

„ლელომ” გააჟღერა ფაქტობრივად პირველმა მოთხოვნა რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული არხების აკრძალვის შესახებ, ჩვენ დღეს ვაპირებთ ამაზე “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად ოფიციალურად შევიტანოთ განაცხადი, ვფიქრობთ როცა ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ეს არის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ შეიზღუდოს რუსეთის საინფორმაციო თავდასხმის საშუალებები, ეს იქნება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. რაც შეეხება დანარჩენს, პირველი, რაც შეიძლება მარტივად გავაკეთოთ, იცით, რომ ევროკავშირმა დაამატა სია, რომელზეც ვრცელდება სანქციები, სადაც შედიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები, მიგვაჩნია, რომ თუ ამას მთავრობა არ გააკეთებს, პარლამენტმა უნდა დააინიციროს იგივე ადამიანების სანქცირების საკითხი, ევროკავშირში ვისაც ჩასვლა ეკრძალება, ამ ადამიანებს უნდა ეკრძალებოდეთ ასევე საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ განვავრცოთ ოკუპაციის შესახებ კანონის დებულებები უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებით.

რაც შეეხება პუტინის და მისი გარემოცვის ბიზნესებს, მათთან მიმართებაშიც შეგვიძლია განვიხილოთ სანქციები.

რაც შეეხება ცის დახურვას, მინდა განვმარტო, რომ შედეგები არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან უნდა გვესმოდეს რა დარტყმას ვაყენებთ ამით რუსეთს და რა დარტყმას ვაყენებთ სომხეთს და შესაბამისად ღირს თუ არა ამის გაკეთების განხილვა. ეს შეიძლება იყოს სიმბოლური თავის შედეგით და ამავე დროს დამატებით პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩვენ ვართ ძალიან რთულ გარემოში და ღარიბაშვილის განაცხადი სანქციებს არ შევუერთდები, არის ცხადია, მიუღებელი, ამავე დროს, ჩვენ ვერ გავაკეთებთ განაცხადს, რომ ყველაფერს უნდა მივუერთდეთ ძალიან მარტივად, რასაც ევროკავშირი აწესებს, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხალხის ინტერესები, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას,”- განაცხადა სამადაშვილმა.

პოპულარულები