LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსენია სობჩაკი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა: „როდის მიჰყიდე სული ეშმაკს?“

1809
kandelaki228

თინა კანდელაკმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოხატა და გააკრიტიკა ის ცნობილი ადამიანები, ვინც ამ კონფლიქტში მხარი ღიად დაუჭირა უკრაინას, ასევე დასძინა, რომ ბევრი ფეიქ-ნიუსი ვრცელდება მედიის საშუალებით.

მის ამ მოსაზრებას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ტელეარხ „ტე-ენ-ტეს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ქართველს რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი დაუპირისპირდა და დაწერა: „უბრალოდ, დაიმახსოვრეთ, როგორ გამოიმუშავებს თინა კანდელაკი თანამდებობას. თინა, როდის მიჰყიდე სული ეშმაკს?“

მას შემდეგ, რაც მის პირველ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი და ყოფილი მეგობრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თინა კანდელაკმა თავისი მოსაზრება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა: „დიახ, მე არ ვირჩევ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ყოფნას ამ ომში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა არ მინდა…“

თინა კანდელაკი ასევე უკმაყოფილოა, თუ რა აგრესია წამოვიდა მისი და მისი ოჯახის მისამართით ზემოხსენებული სტატუსის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g