ინდონეზიაში ბავშვებით მოვაჭრე 4 ადამიანი დააკავეს. ისინი არასრულწლოვნებს სოციალური ქსელით ყიდულობდნენ და ყიდდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დაკავებულებს ინსტაგრამის გვერდზე საკონტაქტო ნომერიც ჰქონდათ მითითებული, რათა პოტენციურ მყიდველს WhatsApp-ით დაკავშირება შეძლებოდა.
ისინი ამ გვერდზე ბავშვების ფოტოებსაც აქვეყნებდნენ, მათი სახეები კი დაფარული ჰქონდათ.
პოლიციის ინფორმაციით, მათ დამნაშავეებს ერთი ბავშვის გაყიდვაში ხელი შეუშალეს, თუმცა, მეორე მცირეწლოვანი, რომლის გაყიდვაც მოასწრეს, ჯერ არ უპოვიათ.
დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ელით.