უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის აგრესიის შეკავებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის” მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ზელენსკი ამბობს, რომ რაკეტებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს:
“რუსეთის ძალებმა დღეს სარაკეტო არტილერიით სასტიკად დაბომბეს ხარკოვი. ეს არის ნამდვილი სამხედრო დანაშაული.
მშვიდი ქალაქის, მშვიდობიანი საცხოვრებელი შენობების განადგურება. არანაირი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს არ არის ცალკე, შემთხვევითი გასროლა, ეს ადამიანების შეგნებული განადგურებაა.
რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. უნდა განადგურდეს ეკონომიურად. უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია”, – აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, რუსეთისთვის ყველა პორტი და აეროპორტი უნდა დაიხუროს:
“ყველა პორტი, არხი და აეროპორტი უნდა დაიკეტოს. ასეთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს ენერგორესურსების ექსპორტით ასობით მილიარდის იშოვოს”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს ოკუპანტებმა ხარკოვში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: