LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ოფიციალურად აღმოვჩნდით პუტინის ბანაკში – ბოკერია

125
giga-bokeria-dakitkhvaze-daibares-9981

„მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ უკვე ოფიციალურად აღმოვჩნდით პუტინის ბანაკში. ის, რომ დღეს ამას რეაქცია მისცა რუსეთის ბოროტების იმპერიის დაბომბვის ქვეშ მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ეს უბრალოდ, მისი რეაქციაა”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა.

„საფრთხის ქვეშ ვართ, რომ პუტინის რუსეთის შემდგომი აგრესიისას, ნაკლებად დაცულები ვიყოთ, ნაკლები მხარდაჭერით საერთაშორისო ასპარეზზე იმის გამო, რა პოზიციასაც იკავებს ჩვენი სამარცხვინო მთავრობა. ამ ვითარებაში ერთადერთი გზა, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს, „ევროპული საქართველოს“ და სხვებიც აზრით, არის არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმის სრული გაშიშვლება. ამას მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება სჭირდება “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ზელენსკი: რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ეს ადამიანების შეგნებული განადგურება

ხარკოვში განხორციელებული იერიში დაუფარავი ტერორია, ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა: ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g