LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

579
BeFunky-collage (4)

უკრაინაში ომის მეშვიდე დღე მიმდინარეობს.

დღეს კიევის ოლქში იყო შეტაკებები, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ხერსონსა და ხარკოვშიც.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მტერს შეტაკების ეშინია, რუსები აქციებზე გამოდიან, პროპაგანდის ტყუილი იბზარება – რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ ისაუბრა.

„რუსეთმა საკმაოდ დიდი მობილიზაცია მოახდინა, თუ შევადარებთ იმას, როგორც დაიწყო საწყის ეტაპზე სპეციალური სამხედრო სპეცოპერაცია.

დღეს უკვე, განსაკუთრებით მძიმე სანქციების შემდეგ პუტინი გამჩერებელი არ არის.

რაც მეტი წინააღმდეგობა შეხვდება, მეტი ძალის მობილიზებას მოახდენს.

რესურსები საკმარისად გააჩნია. ვიცით, რა საშუალებები გააჩნია მას, თუნდაც სამხრეთ და დასავლეთის ოლქებში, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას. მხოლოდ ამ 2 ოლქში 30 დივიზია იყო განლაგებული, პლუს უამრავი ცალკეული ბრიგადა, პოლკი, ბატალიონი და ა.შ – ეს საკმაოდ დიდი ძალებია. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სხვა ოლქებიდანაც არის მობილიზებული სხვადასხვა შენაერთები.ასე რომ, ძალთა ბალანსი არის, რა თქმა უნდა, მრავალჯერ განსხვავებული,“-აღნიშნა სალუქვაძემ.

პუტინს სანქციები არ შეაჩერებს... ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს - გრიბაუსკაიტე

თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში, - წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი

უშვებთ უკრაინის წარმატებას ამ ომში?

რა ტიპის სამხედრო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი უკრაინას, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ქვეყნის მარცხი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში?

„ჩვენ თუ გავასაშუალოვებთ გარკვეულ მონაცემებს და შევადარებთ, ფაქტია, რომ კიევის გარეუნბებში მიმდინარეობს ბრძოლები, საკმაოდ ახლოს არიან ქალაქთან. დინამიკაში შეიმჩნეოდა, რომ რუსეთი შეეცდებოდა, პირველ რიგში, დასავლეთის მხრიდან მოეჭრა უკრაინა, რათა ევროპისგან მოეწყვიტა კიევი, რაც, ფაქტობრივად, გამოიღებს იმ შედეგს, რომ დახმარების მიღებას ვერ შეძლებს აღმოსავლეთ უკრაინა და მათ შორის დედაქალაქი.

ასევე მძიმე ვითარებაა სამხრეთის მიმართულებით. ოდესა, ჯერჯერობით კიევის ხელშია, მაგრამ იქაც შეეცდებიან, რომ მოკვეთონ ოდესა დედაქალაქს და დანარჩენ უკრაინას.

აღმოსავლეთითაც საკმაოდ მძიმე ვითარებაა, გადიან დონეცკის და ლუგანსკის იმ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელ საზღვრებშიც დონეცკი იყო უკრაინის შემადგენლობაში, არა გამყოფი ხაზიდან, არამედ მთლიანად იღებენ დონეცკის ოლქზე კონტროლს.

მოკლედ, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება.

კიევის კონტროლს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, ისინი შევლენ ქალაქში, რადგან ალყის შემორტყმის შემთხვევაში, კონტროლი საკმაოდ რთულია, კიევი საკმაოდ დიდი ქალაქია ტერიტორიულად და მოსახლეობითაც.

შევლენ და დაიწყებენ გაწმენდას, რასაც ისინი აკეთებენ სხვა ქალაქებში და რა თქმა უნდა, ბლოკირებას მოახდენენ დასავლეთით და სხვა მიმართულებებითაც.

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, რუსეთს მთლიანად აქვს საჰაერო სივრცე კონტროლზე აყვანილი და ეს არის ყველაზე კრიტიკული, თუ ეს ასეა.

“თურქული საბრძოლო დრონები მზადყოფნაშია” – უკრაინამ Bayraktar TB2-ის ახალი პარტია მიიღო

ჩვენ ვიხილეთ, 2 დღის განმავლობაში აჩვენებდნენ საკმაოდ დიდ კოლონას, საკმაოდ დიდი რიცხოვნობის სამხედრო ტექნიკა იყო. როგორც ვნახეთ, არ მოხდა ამ კოლონის დაბომბვა, დაზიანება ჰაერიდან, მათ შორის ვერც არტილერიის მეშვეობით.

ამ კუთხითაც უკრაინის არმიის მობილურობა, მთელს ტერიტორიაზე არის ძალიან დაბალი, შეზღუდულია და შებოჭილია მთლიანად, როგორც ჩანს და ლოკალურ მოქმედებებზეა გადასული.

რაც შეეხება ომის დასრულების ვადებს, ამის თქმა საკმაოდ რთულია.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე. დღეების დასახელებას ნუ მომთხოვთ.

შეტევის ტემპი, როგორც ჩანს, არ არის დაბალი, საშუალოდ 10-დან 20 კილომეტრამდე დღე-ღამეში და ეს არ ითვლება დაბალ ტემპად. რბილად ვიტყვი, ზოგან მეტიც არის.

თუ დასავლეთის განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად, ვერაფრით ეხმარებიან უკრაინას. არა მხოლოდ დღეს, პირველივე დღეებიდან ეს იყო აღკვეთილი რუსეთის მხრიდან, საკმაოდ მძიმე მუქარიდან გამომდინარე. როცა პუტინი იმუქრებოდა, რომ დახმარების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა ამან საერთოდ შეცვალა სურათი. ქვეყნები, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ უკრაინას, უკან წაიღეს თავიანთი სიტყვები,“-განაცხადა ამირან სალუქვაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g