LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერს შეტაკების ეშინია, რუსები აქციებზე გამოდიან, პროპაგანდის ტყუილი იბზარება – რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს

141
BeFunky-collage (5)

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს და წერს, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს ბომბავს, რადგან მათ უკრაინელ სამხედროებთან შეტაკების ეშინიათ.

მისივე თქმით, დღეს არაერთი უკრაინული ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა განიცდის რუსულ ტერორს, განსაკუთრებით – ხარკოვში, მარიუპოლსა და ხერსონში. რეზნიკოვის შეფასებით, რუსები ტერორისტები არიან, რომლებიც ტერორისტულ სახელმწიფოს წარმოადგენენ.

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

“თავდაცვის 147 საათი. მოვლენების ხასიათი იცვლება. რუსი ოკუპანტები ცდილობენ რამენაირად შეინარჩუნონ თავიანთი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ უფრო და უფრო უჭირთ.

ამაზე მეტყველებს ოფიცრებთან ერთად რუსი ჯარისკაცების ჯგუფების ტყვედ ჩაბარების არაერთი შემთხვევა. ასევე შეტევაზე უარის თქმა.

რუსი ტყვე დედას აფრთხილებს: "რუსები დაჭრილებს თავადვე კლავენ, გაცვლიან თუ არა ტყვეებს საკითხავია" - გენშტაბი ახალ ვიდეოს ავრცელებს

დედასთან საუბრისას რუსი ტყვე ემოციებს ვერ იკავებს. ტირის და აცხადებს, რომ რუსები დაჭრილებს კლავენ

რუსეთში ტყვედ ჩავარდნილთა და დაღუპულთა ნათესავები საპროტესტო აქციებზე გამოდიან. რუსული პროპაგანდის ტოტალური ტყუილი იბზარება.

ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „რუსული სამყარო“ არ არსებობს. ეს არის ნაცისტური იდეოლოგია, რომელიც იხარშება რამდენიმე მანიაკის თავში, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რუსეთში ძალაუფლებას.

მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროებისა და მოედნების დაბომბვა არის მხდალი საქციელი. ესენი სამხედროები არ არიან – ისინი ტერორისტები არიან – ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები.

მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და სხვა ქალაქები. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიებსა და ღვთისმსახურებაზე, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, –  წერს რეზნიკოვი. 

პუტინი ბავშვებთან ომშია, საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს ბომბავს – დმიტრო კულება

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g