LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ალაფიშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ გაუფორმებელი მესამე მსოფლიო ომი

422
maxresdefault

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.

„შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მტერს შეტაკების ეშინია, რუსები აქციებზე გამოდიან, პროპაგანდის ტყუილი იბზარება – რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.

„რთულია ომი რაიმე სხვა კონტექსში განიხილო, ვიდრე ძალადობა და მიუღებელი ქმედება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ გაუფორმებელი მესამე მსოფლიო ომი.

მცდელობა დემოკრატიის შანტაჟისა. ამ სცენაზე, ერთი მხრივ, ჩვენ ვუყურებთ ძველ, წარსულ ძალადობაზე დამყარებულ ძალას, რომელიც სისხლით ცდილობს, თავისი ზრახვების განხორციელებას და მეორე მხრივ, სახეზეა დემოკრატია, დემოკრატიული თანამეგობრობა, რომელიც ამისგან თავისუფალი, უწევს წინააღმდეგობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებასაც მიაღწევს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი ცდილობს ყველანაირად, ეს ომი არ იყოს მხოლოდ მისი ომი.

რამდენიმე ფაქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამ დასკვნას ადვილად გავაკეთებთ:

ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ თუკი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მას ესხმის რაიმე ან ვინმე თავს, ან ასეთი საფრთხე არსებობს, მან დაიცვას თავი.

ასეთი არის ბელორუსი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა არ პასუხობს ბელორუსს, ეს მხოლოდ უკრაინის გონიერებაზე მიუთითებს, მაგრამ ბელორუსი არის ჩართული ამ სამხედრო მოქმედებებში.

თუნდაც მხოლოდ ეს კმარა, რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის სამხედრო მოქმედებები.

გარდა ამისა, ასევე საჯარო წყაროებიდან ცნობილია, რომ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის თხოვნით, თუ მოთხოვნით პუტინის რეჟიმმა მიმართა ყაზახეთს, რაზეც მტკიცე უარი მიიღო ჯერ კიდევ დასაწყისში.

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

ვითარებაში, როცა ევროპაში კრიზისი სულ უფრო მწვავდება, თქვენი დაკვირვებით რამდენად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებს მმართველი გუნდი და მთავრობა?

მოვისმინეთ პრემიერის, მმართველი გუნდის პოზიციები…

როგორ შეაფასებდით საქართველოს პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?

ყველაზე მეტი რაც დღევანდელ დღეს მოეთხოვება პოლიტიკოსს, ეს არის გონიერება. ცივი გონება ეროვნული ინტერესებით.

არამხოლოდ გადაწყვეტილებების მიღება, არამედ განცხადებებზე მეტად დაფიქრება და თუკი საჭიროა განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებაც კი.

25 თებერვალს პრემიერს შეეძლო საერთოდ არ გაეკეთებინა განცხადება, ეს იქნებოდა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.

მე არ მქონდა ის მოლოდინი, როცა ახალი დაწყებული იყო ომი, საქართველოს ჰიპერაქტიური პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა არც ის მოლოდინი და მოთხოვნა მქონდა, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა პრემიერს.

სამწუხაროდ, არათუ ეს განცხადება, არ გაჩერდა და კვლავ ვიხილეთ მომდევნო დღეებში ის განცხადებები და იქ ქმედებები, მაგალითად პარლამენტის ჩაკეტვა, რომელიც შესაძლოა რაღაც უსუსური არგუმენტებით, თუმცა აიხსნას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ქმედება ხომ მტრის, აგრესორის, პუტინის ზრახვების განხორციელების პირობებში მის წისქვილზე ასხამს წყალს?

უკრაინა რომ ჩვენი დემოკრატიული თანამეგობრობის პარტნიორია ეს ხომ უდავოა? და თუ ეს უდავოა მაშინ განცხადებებშიც ცოტა მოზომილი უნდა ყოფილიყო ხელისუფლება. ისეთი რამ არ უნდა ეთქვა, კვლავ ვიმეორებ, რაც რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს.

სანქციებზე მიერთება სხვა რამეა და განცხადების არგაკეთება სხვა რამეა.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“-ესაა სწორი.

შემოჭრის გეგმა 18 იანვარს მზად იყო – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტებს აქვეყნებს

ამის შემდეგ, ბუნებრივია გაბრაზება და პროტესტი ჩვენი საზოგადოებისა, თუმცა, ერთი რამ უნდა ვთქვა, როდესაც გაცხადებული პოლიტიკა არის ის, რაც გაახმოვანეს პრემიერმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, არ მგონია, რომ პოლიტიკურ პროცესში სწორი იყოს პრემიერის გადადგომის მოთხოვნა.

ეს ჰგავს იმას, იმავე გუნდიდან სხვა დანიშნეთო, ასეთი რამ რომ მოსთხოვო ხელისუფლებას.

ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს, ის, რომ ამ პირობებში საქართველოს პოლიტიკა დაფუძნებული იყოს ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსენსუსზე, იყოს მკაფიო და შესაბამისად იყოს მოზომილი, განსაკუთრებით მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, მთავრობის ცვლილება, მთავრობის შიგნით ფიგურების გადაადგილება პოლიტიკას ხომ არ შეცვლის?

 

პოლიტიკური გუნდის ცვლილება შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, ეს კი შეუძლებელია, თუკი უმრავლესობა პარლამენტში იგივე დარჩება.

ანუ დასკვნა რომ გავაკეთოთ, პოლიტიკური ცვლილების, საარჩევნო დემოკრატიული გზით ცვლილების გარეშე რაიმე მოთხოვნა შექმნილ გეოპოლიტიკურ კრიზისში ჩვენი მთავრობისგან პერსონალის ცვლილებით არ მგონია სწორი და მიღწევადი მიზანი იყოს,“-აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g