LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ საშუალება – ტანსაცმელი, საჭმელი, მედიკამენტები, დაეხმარეთ ჩემს ქვეყანას – უკრაინის მოქალაქე საზოგადოებას მიმართავს

143
1

საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე მარი რეზინენკო საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს.

რეზინენკო ამბობს, რომ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას იწყებს და  სთხოვს საზოგადოებას, ნებისმიერი ნივთი და პროდუქტი, იქნება ეს ტანსაცმელი, საჭმელი თუ მედიკამენტები, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიტანონ, ან ნივთების გადასაცემად პირადად მას დაუკავშირდნენ:

“მე ქართველი არ ვარ, მე უკრაინიდან ვარ და ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში არის ძალიან რთული დრო, თქვენ ეს გზა 2008 წელს გაიარეთ.

მინდა დავეხმარო ჩემს ხალხს, ვაკეთებ ჰუმანიტარულ დახმარებას და თქვენთან თხოვნა მაქვს – თუ გაქვთ ნებისმიერი რამის საშუალება, ტანსაცმელი, საჭმელი, მედიკამენტები, რისი საშუალებაც გაქვთ, ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს ქვეყანას, მოიტანეთ რაიმე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოცხელის 2.

ან დამირეკეთ ჩემს ნომერზე, მე მოვალ და წავიღებ.

ძალიან გთხოვთ, თქვენ იცით როგორი რთული გზა გვაქვს ახლა, დაეხმარეთ, დიდება უკრაინას.

რეზინენკო სოციალურ ქსელში საბანკო ანგარიშის ნომერსაც ავრცელებს:  GE45TB7206845063700003

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები