LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

131
Capture

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტი, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს.

მან დეპუტატებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

“მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.