თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა – დაშავდა 19 ადამიანი
თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდირგიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ რეგიონებშიც, მათ შორის საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე.
ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.
ინფორმაციას თურქული მედია „ანადოლუს“ ავრცელებს.