LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „რა ასაკშიც არ უნდა იყო, უდედობას გრძნობ ყველგან და ყოველთვის…“

361
თეა-გვასალიაა

ჟურნალისტი და მთაგრმნელი, თეა გვასალია დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ცარიელი აივანი ყველაზე ნაღვლიანი ადგილია დედამიწის ზურგზე…

თეა გვასალია: 

„ესპანეთში რომ მივფრინავდი ხოლმე და გურიაში მიმავალი კაცის არ იყოს, სული  წინ-წინ მეპარებოდა, ჩავირბენდი  სადარბაზოს კიბეებს და გარეთ გასული აივანს ამოვხედავდი, რადგან ვიცოდი, იქ დედაჩემი იდგა, დავუქნევდი ხელს და გავრბოდი აეროპორტისკენ ბედნიერი. მაშინ ამაზე არც ვფიქრობდი და  მხოლოდ ახლა, მე თვითონ რომ მყავს შვილები, ვხვდები, როგორ მელოდა. იქ დარჩენისა და მუშაობის ათასი მაცდური წინადადების მიუხედავად, ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი და მორიგ წასვლამდე ვითვლიდი დღეებს.

რა ასაკშიც არ უნდა იყო, უდედობას გრძნობ ყველგან და ყოველთვის, ცარიელი აივანი კი  ყველაზე ნაღვლიანი ადგილია დედამიწის ზურგზე და რაც არ უნდა თვალი აარიდო, დაუნდობლად გახსენებს, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი და გელოდა, თვითონ გაემგზავრა იმ შორეულ, ან იქნებ ახლომდებარე განზომილებაში, სადაც წესით არც  მწუხარება  უნდა იყოს, არც ურვა და სულთქმა და იქ გამეფებულ სიხარულსა დაუსრულებელ ცხოვრებაში ახლა ალბათ თავის მონატრებულ დედასთანაა ჩახუტებული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g