LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს რესურსები ეწურება, უკრაინას ეზრდება, ხალხმა გადატეხა რუსეთი – რა შედეგებამდე მივიდა უკრაინა ომის დაწყებიდან დღემდე

548
ჰბჰბჰბ

როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? – უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ამ შეკითხვას არაერთი ადამიანი სვამს და მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა, ომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ კრემლის პროგნოზი არ გამართლდა.

“ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოვიდა”, – ამბობს „ფორტუნას გადაცემაში „კვირის თემა“ კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი.

პუტინის პოლიტიკისა და დასავლური სანქციების ფონზე პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინას აქვს უკიდეგანო მორალური უპირატესობა, რაც მისივე თქმით, ომში ყველაზე გამსაზღვრელი ფაქტორია.

„ხალხმა გადატეხა თავის თავში რუსეთი, რუსული კომპლექსი. არიან პატრიოტი უკრაინელებიც, მაგრამ უკრაინაშიც ცხოვრობდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც რუსეთის მიმართ  ჰქონდათ გარკვეული სიმპათიები, ეს არც სამარცხვინო იყო და არც საამაყო.

ამ ხალხში მოხდა სერიოზული გარდატეხა. თუ კიდევ ჰქონდათ რაღაც განცდა, რომ რუსეთი იყო ნათესავი და რაღაც აკავებდათ, მორჩა, დასრულდა ეს სლავური ერთობა. რუსეთმა კი არა, ბელორუსიამაც უღალატა უკრაინას.

ყველაზე განმსაზღვრელი ომში მორალური უპირატესობაა, როცა ხალხი იღებს იარაღს, უფრო ეფექტურად იყენებს, ვიდრე ჯარისკაცები. ჯარი რატომ სჭირდება ხელისუფლებას, რადგან ხალხი ომში არ მიდის. უცებ, ომში წავიდა უკრაინელი ერი. ქალაქებში, გზებზე, ტყეში თუ პატარა სოფლებში, ყველგან იქნება ომი, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება. ეს არის მორალური უპირატესობა, რაც რუსეთს არ აქვს“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის გათვალისწინებითა და უკრაინელი ხალხის შემართების ფონზე, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ომის გამარჯვებული უკრაინა იქნება.

„უკრაინას უკვე აქვს ძალიან სერიოზული იარაღი. მათ ეხმარებათ მთელი მსოფლიოდან მოხალისეები, მათ კარგად იციან იარაღის გამოყენება, ამას ემატება რუსეთის წინააღმდეგ არნახული  ეკონომიკური სანქციები. აშკარად ჩანს, რომ რუსეთს რესურსები ეწურება, უკრაინას კიდევ ეზრდება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა გამოვა გამარჯვებული. სხვა საკითხია როგორ დაზავდებიან, სად დარჩება რუსული ჯარები და სად უკრაინული“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„რუსეთს „გეგმა ბ“ არ აქვს, პუტინი ისტერიკაშია, არ გამოვრიცხავ, რომ ქიმიური იარაღების მასობრივი გამოყენებაც დაუშვას“ – რას არ ელოდა კრემლი

„რუსეთის სტრატეგია ჩაიფუშა“

„ყველა სამხედრო ექსპერტი საუბრობს, რომ რუსეთს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღწია საკუთარი ამოცანებისთვის, მაგრამ გაჩერდა. ვერ მიდის წინ. რაკეტებით, თვითმფრინავებით ბომბავს ტერიტორიას, მაგრამ ხმელეთზე ვერ გადაადგილდება. ნებისმიერი სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგის ტერიტორიას ვერ დაიკავებ და ვერ წაუყენებ ულტიმატუმს, თუ ხმელეთი არ დაიკავე. რუსეთს სწორედ აქ აქვს პრობლემა“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთი უკვე მორალურად მარცხდება, უკრაინის მიმართ კი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ძლიერდება.

„აშკარად ჩანდა, რომ უკრაინაში პირველი ორი ღამე იყო დაბნეულობა, ისინი ასეთ მოულოდნელ დარტყმას რუსეთისგან არ ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერაგობით და სისხლის სამართლის ყოველგვარი დარღვევით განახორციელა ეს აგრესია, უკრაინამ აჩვენა, რომ მედგრად დგას, მობილიზებული არიან.

უკრაინელებმა მოიპოვეს მორალური უპირატესობა, რომ თურმე შეიძლება რუსეთის დამარცხება. დაუბრუნდათ ის სულისკვეთება, რაც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდათ და სერიოზულად გაუმკლავდნენ გერმანულ ფაშიზმის აგრესიას უკვე უკრაინის ტერიტორიაზე. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ უკრაინული ხალხი იბრძოდა და საამაყო ისტორიაა.

შედეგი მკაფიოაა – მორალური გარდატეხა მოხდა, რუსეთი უკვე მორალურად მარცხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარცხდება ბოლომდე, მან შეიძლება საშინლად მოიქნიოს კუდი და საჭიროა მეტი ყურადღება. სამაგიეროდ, მორალური წარმატება მოიპოვა უკრაინამ და მთელი მსოფლიო ამოუდგა მას გვერდში. ეს არის პრინციპული, რომ მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინა ღირსეულად იქცეოდა, არ ეგებოდა პროვოკაციას და ამიტომ დაიმსახურა სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა.

ჯო ბაიდენი: პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ – ეგონა ჩვენს დაყოფას შეძლებდა სახლში, ის შეცდა

ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი განვითარებაა, რომ მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, რაც რა თქმა უნდა, ჩამოაქცევს რუსეთის ეკონომიკას.

შეიძლება არა დღეს და ხვალ, მაგრამ შედეგები დაიდება რამდენიმე თვეში და ალბათ, ვიდრე, რუსეთი ბოლომდე არ შეაჩერებს თავის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ გადაიფიქრებს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, მანამდე ეკონომიკური სანქციები იმუშავებს.

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

შეიძლება, ეს წლებიც გაგრძელდეს, თუმცა იმედია, რუსეთი უფრო ადრე გონს მოეგება და გაიყვანს ჯარებს“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

პოპულარულები