LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს „გეგმა ბ“ არ აქვს, პუტინი ისტერიკაშია, არ გამოვრიცხავ, რომ ქიმიური იარაღების მასობრივი გამოყენებაც დაუშვას“ – რას არ ელოდა კრემლი

943
tjyt

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზეა მიმართული.

ლავროვმა დღეს, 3 მარტს თქვა, რომ რუსული მხარის პირობები და მოთხოვნები იგივეა, რაც ეს იყო მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს – რუსეთი უკრაინისგან „დენაციფიკაციას“, ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასა და ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს.

აშშ-მა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ: სერგეი ლავროვი

თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი – ლავროვი

ლავროვი: დროა დავაბრუნოთ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში

რას ნიშნავს ეს?

კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, რომ რუსეთი ახლა უკან დასახევ გზას იტოვებს და კრემლის განცხადებები, პუტინის ისტერიკაზე მეტყველებს.

“ის, რომ ლავროვს მოუწია შეეხსენებინა ყველასთვის ყირიმი და დონბასი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები აქვთ და უკან დასახევ გზას იტოვებენ. ჯანდაბას მზად ვართ, ყველაფერი უკან წავიღოთ, ოღონდ ყირიმს არ დავთმობთ. ბუნებრივია, ყირიმი არავის უღიარებია, მაგრამ ლავროვმა ყირიმზე საუბრით გაყიდა რუსეთის შიშები, ისტერიკა და პანიკაც. ყველაფერს დავთმობთ, ოღონდ ყირიმს არა, დაახლოებით ეს მომენტი იყო. ეს „კარგი“ შეტყობინება იყო იმ გაგებით, რომ მათ უკვე ესმით, რომ შეიძლება წააგონ დანარჩენი ყველაფერი. თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია ის, რომ ისინი ყირიმის ბოლომდე დაცვას აპირებენ, თუმცა ამის გამო არ დაუწყია რუსეთს ომი. ახლა კარგად ხედავს, რომ შედეგი შესაძლოა იყოს წაგება ომში.

მთავარი საკითხი მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა. ბუნებრივია აგრესორის ანუ რუსეთის დელეგაციის მთავარი ამოცანაა გააკეთოს განცხადებები, რომ არ დათმობენ სხვა რაღაცებს. შეიძლება უკრაინამ აგრძნობინოს რომ არ აპირებენ არაფრის დათმობას, არც დონბასის და დონეცკის და ამ დროს, რუსეთმა არ არის გამორიცხული კუდი სასტიკად მოიქნიოს.

წესით, პუტინი ახლა კედლებზე უნდა დარბოდეს, აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელად [არ არის], არ ვიცი, ეს ექიმებმა უნდა თქვან, მაგრამ ვინაიდან ჩაუვარდათ სტრატეგია, უცებ ვერ აიღეს უკრაინა.

ეგონა, რომ უკრაინელი ხალხი ყვავილებით დახვდებოდა და იარაღით დახვდა, გაუწია წინააღმდეგობა, ეს მისთვის სრული შოკია. არ ელოდა ამას, დიქტატორია, გამოკეტილია, ატყუებდნენ, რომ ხვალ და ზეგ უკრაინელები ჩაგბარდებიან, მთავარია შევიდეთ.

რუსეთს „გეგმა ბ“ არ აქვს, ეჭვი არ მეპარება, რომ ისტერიკაშია და ისტერიკა საშიშია. შეიძლება ბირთვულ იარაღამდე საქმე არ მივიდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია, უკვე ვერავინ განსაზღვრას პუტინის ლოგიკას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბირთვულ იარაღს ვერავის ვერ ესვრის, ეს უფრო სამხედრო ექსპერტების საქმეა და ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ უამრავი სხვა მასობრივი განადგურების იარაღი აქვს. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ქიმიური იარაღების მასობრივი გამოყენებაც დაუშვას. ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, თუ ვერ მიაღწია წარმატებას”, – თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ ფონზე, ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, მოლაპარაკებებისგან რამე სასიკეთო გამოვიდეს, პასუხად პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, უკრაინას მოლაპარაკებებზე შუამავალი ჰყოლოდა.

“ვინაიდან უკრაინა პირისპირ, მარტოა ახლა რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეიძლება მან მეტი მოინდომოს და არ დათანხმდეს, რუსეთს რაღაცა შეარჩინოს. მაგალითად, არ ჩაწეროს ისეთი პოსტი, რომ მთლიანად დატოვონ ტერიტორიები, რაც ჩვენ ჩავწერეთ თავის დროზე ცეცხლის შეწყვეტაში, რომ მხარეები დარჩნენ, იქ სადაც იყვნენ.

უკრაინა სუსტ პოზიციებშია, მათ გარანტორიც არ ჰყავთ, ისე ელაპარაკება [რუსეთს]. კარგი იქნებოდა შუამავალი ყოფილიყო ან ევროკავშირი ან გაერო. მარტო არიან და რამდენად შეძლებს შემდეგ გარანტიები მიიღოს…”, – თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ კიევმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა, თუმცა კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპარლამენტარების თანხმობას, საომარ მოქმედებებთან პირდაპირი კავშირი არ ექნება.

“საომარმა მოქმედებებმა დაარწმუნა ევროკავშირის პარლამენტის დეპუტატები, რომ უკრაინისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ, დაჩქარებული რეჟიმით დაეწყოთ პროცედურის დაწყება, მაგრამ ამ პროცედურაც რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არ ექნება საომარ მოქმედებებთან. საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, ხოლო უკრაინის გაწევრიანება ამ პროცედურებით ევროკავშირში დაიკავებს თვეებს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g