რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის პარალელურად, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს მართავენ.
შეხვედრა, რომელიც ბელარუსში, ბრესტის ტერიტორიაზე იმართება, უკრაინული დელეგაციიდან დავით არახამიაც ესწრება. მისი თქმით, „პროგრამა მინიმუმი“ ჰუმანიტარული დერეფნებია, შემდეგ კი უკვე „გარემოებების მიხედვით“.
რუსული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ წინადადებების ბლოკი სამ ნაწილად იყოფა: სამხედრო-ტექნიკური ასპექტი, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილები.