LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები – დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – მიღწეული იქნება: კრემლი

234
პუტინი მაკრონი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც პუტინმა მაკრონს განუცხადა, „უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები – მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – მიღწეული იქნება“. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

პუტინის განცხადებით, კიევის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მოსკოვის მოთხოვნათა სიის გაფართოებას.

მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებს ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ოფიციალურად მისცა

ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განმარტა, ორი ქვეყნის პირველი პირის საუბარი ძირითადად უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. მისი თქმით, საფრანგეთმა დააფიქსირა მისი პოზიცია ვითარების დეესკალაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელები ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი

mazda magti 5g