LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: დროა დავაბრუნოთ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში

2921
lavrovi

“რუსეთისთვის მიუღებელია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღი განლაგებულია ევროპაში, დროა დავაბრუნოთ ის სახლში” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კიევის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენა დაგეგმა, საფრთხეს უქმნის საერთაშირისო უსაფრთხოებას.

ამასთან, ლავროვის განცხადებით, დასავლელი კოლეგები ჯერჯერობით არ აჩვენებენ მზაობას, რომ რუსეთს უსაფრთხოების ხანგრძლივი იურიდიული გარანტიები მისცენ.

“დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე. საუბარია უარზე ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ბუქარესტის ფორმულის გაწვევაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მათ შორის მათი ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის წარმოებისთვის.

დაბოლოს, სამხედრო პოტენციალი, მათ შორის ნატო-ს შეტევითი პოტენციალი და ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როდესაც გაფორმდა რუსეთი-ნატოს ფუნდამენტური აქტით. ჩვენთვის ამ მიზნების მიღწევას პრინციპული მიზანი გააჩნია“, – განაცხადა ლავროვმა განიარაღების კონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g