LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

141
ააააა

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის პარალელურად, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს მართავენ.

შეხვედრა, რომელიც ბელარუსში, ბრესტის ტერიტორიაზე იმართება, უკრაინული დელეგაციიდან დავით არახამიაც ესწრება. მისი თქმით, „პროგრამა მინიმუმი“ ჰუმანიტარული დერეფნებია, შემდეგ კი უკვე „გარემოებების მიხედვით“.

პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები – დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – მიღწეული იქნება: კრემლი

რუსული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ წინადადებების ბლოკი სამ ნაწილად იყოფა: სამხედრო-ტექნიკური ასპექტი, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილები.

 

mazda magti 5g