LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“ – საწვავი შესაძლოა 4 ლარამდე გაძვირდეს, ვალუტის კურსს საშუალოდ 3,80-3,90 ლარის ფარგლებში მივიღებთ

181
259131026-0-0-3068-1727-2072x0-60-0-0-d1df16dd9ce521fae9947fae870c3b98

მაქსიმუმ 25-30 კალენდარულ დღეში მივიღებთ ვალუტის კურსს საშუალოდ 3,80-3,90 ლარის ფარგლებში და ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, ამავე ტარიფებში, 3,90-დან 4 ლარამდე. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეკონომიური გუნდისგან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა არ ყოფილიყო მიბმული რუსულ ეკონომიკაზე.

„ბოლო პარამეტრებით, რუსეთი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, საიდანაც ვიღებთ მთავარ რესურსებს. როდესაც ეს ქვეყანა სანქცირებულია და სადაც თავიანთ ინფლაციაზე აქვთ საფუარისებური ზრდა, ჩვენთან მოლოდინი არის საკმაოდ ნეგატიური და რატომ – ჩამოვთვალოთ დეტალები. პირველი – რუსეთ-უკრაინის ომი ეს არის ჩვენი ერთგვარი მოსაზღვრე ომი და რეგიონზე ამით საინვესტიციო ინტერესი, ფაქტობრივად, მცირდება. როგორც მინიმუმ, 50%-ით შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი. მეორე – ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ძირითადი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, მათ არ აქვთ SWIF-ი, მათ არ აქვთ გადმორიცხვის საშუალება, შესაბამისად, ვეღარ შემოვა ეს თანხა, ან საიდან შემოვა, მათ დღეს თავი გასჭირვებიათ. მესამე – საწვავი, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე 100 დოლარს გადააჭარბა ბარელი ნავთობის ფასმა, ამას დამატებული ინფლაციური შოკები და ვალუტის კურსი. ეს ერთობლიობაში ქმნის შემდეგ სურათს, რომ მაქსიმუმ 25-30 კალენდარულ დღეში მივიღებთ ვალუტის კურსს საშუალოდ 3,80-3,90 ლარის ფარგლებში და ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით, ამავე ტარიფებში, 3,90-დან 4 ლარამდე. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“, – განაცხადა აბესაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g