სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით არ წარდგება.
ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე, 15 მარტს გაიმართოს.
ამასთან, “ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მასთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს.