LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ106 მონაკვეთზე ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი დაწესდა

78
გზა თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ106 მონაკვეთზე ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი დაწესდა. აღნიშნულის მიზეზი, ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა და ცუდი ხილვადობაა.

„ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g