საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.
ამასთან, როგორც წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, ჟურნალისტი მარტო არ იმყოფებოდა.
რუსეთის გენერალურმა პროკურორმა „ეხო მოსკოვი“ და „დოჟდი“ დაბლოკა
ცნობისთვის, „დოჟდმა“ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. ამის შემდეგ, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს რუსეთი დატოვოს.