“ყოველდღე ვიმეორებთ, დახურეთ ცა უკრაინის თავზე, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის, თუ ამას არ გააკეთებთ, თუ არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ დავიცვათ თავი, მაშინ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – თქვენც გსურთ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ოკუპანტებმა ვინიცას მახლობლად მდებარე აეროპორტზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
„ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასოდეს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო დარტყმა იყო სასტიკი, ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენმა მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა ააშენეს.
ყოველდღე ვიმეორებთ, დახურეთ ცა უკრაინის თავზე. დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების გარეშე, საჰაერო ბომბების გარეშე. ჩვენ ხალხი ვართ და ხალხის დაცვა თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, ეს თქვენ შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, თუ არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ დავიცვათ თავი, მაშინ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – თქვენც გსურთ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან. ეს არის როგორც მსოფლიო პოლიტიკოსების, ასევე დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობა. ამიერიდან და სამუდამოდ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: