ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ქაბულის ჩრდილოეთით თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევისას დაღუპულ ადამიანებს შორის 10 მოქალაქე მშვიდობიანია ხოლო 5 პოლიციელი. დაშავდა 25-ზე მეტი ადამიანი
ინფორმაციას Aljazeera ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი საარჩევნო უბნის შენობაში შესვლას ცდილობდა.
დღეს ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
