LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს უკვე „გარდაუვალი დეფოლტის“ რეიტინგი მიანიჭეს

150
im-499090

რუსეთს დეფოლტი უახლოვდება – ცნობილმა ამერიკულმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთს რეიტინგი, „დეფოლტი გარდაუვალია“ მიანიჭა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, რუსეთს დეფოლტის რეიტინგი Fitch-მა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვაზე ვაშინგტონის გადაწყვეტილების ფონზე მიანიჭა.

Fitch Ratings-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსეთის რეიტინგი ექვსი საფეხურით, მეორე ყველაზე დაბალ დონემდე, C-მდე შეამცირა, რაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით აღემატება მსესხებლებს, რომლებიც უკვე გადავიდნენ დეფოლტში.

Fitch Ratings-ის გარდა, რუსეთში დეფოლტის შესაძლებლობაზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ. აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, – აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს. საიმონ ვეივერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება.

„ჩვენ ვხედავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს. დეფოლტი შეიძლება 15 აპრილს მოხდეს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი დეფოლტი და სავარაუდოდ, ის ვენესუელის მსგავსი იქნება“, – ამბობს Morgan Stanley-ის წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g