LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა – რას წერს „ბლუმბერგი“

209
A Russian one rouble coin is pictured in front of a monitor showing St. Basil's Cathedral and a tower of Moscow's Kremlin in this illustration taken June 24, 2022. REUTERS/Maxim Shemetov/Illustration

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  26 ივნისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა და თუ ის გამოტოვებულია, ვადა ითვლება დეფოლტის მოვლენად.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას “ფარსი” უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტის შესახებ გაკეთებული განცხადებები არ არის მართლზომიერი, რადგან ხელისუფლებამ საჭირო გადასახადი ჯერ კიდევ მაისში შეასრულა.

მისივე განცხადებით, „ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ის ადრესატამდე არ მივიდა, ეს უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს“.

„ანუ, ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ამას დეფოლტი ეწოდოს“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს,  რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რამაც გადაკეტა უცხოური კრედიტორების გადახდის გზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები