როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი – საომარი მოქმედებების დროს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
უკრაინის ხელისუფლება დღემდე ითხოვს ცის დაკეტვას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და სამხედრო ტექნიკით მომარაგებას.
სანამ უკრაინელი სამხედროები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან და სანამ დამატებითი ადამიანური/ტექნიკური კვლავ ძიებაში არიან – ანალიტიკოსები იმედს ამყარებენ გაუარესებულ ამინდზე.
უახლოეს დღეებში, საბრძოლო ზონაში -20 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
როგორც The Times წერს, უკრაინაში არქტიკული ქარები სამხედრო მანქანებს 40-ტონიან საყინულეებად გადააქცევს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთმა სიცივემ შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს რუსეთის ჯარების წინსვლა, რადგან სამხედროები იძულებულები იქნებიან – ან სამხედრო ტექნიკა მიატოვონ და წავიდნენ, ან “დასხდნენ 40-ტონიან რკინის საყინულეებში”.
როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელი მკაცრი ყინვა ორივე მხარისთვის რთული იქნება, თუმცა სიცივე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმედ იმოქმედებს რუსი სამხედროების გაჩერებულ კოლონაზე.
“უახლოეს დღეებში, ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა კიევისა და ჩრდილოეთის ქალაქ ხარკოვის გარშემო. პროგნოზის მიხედვთ, თუ არქტიკული ქარის სიცივესაც გავითვალისწინებთ, შეიძლება იყოს -20 გრადუსამდე სიცივეც.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამან შეიძლება გაართულოს ქვეყანაში მასობრივი შეჭრა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით, 40 მილის მანძილზეა გაჩერებული.